შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
გიორგი თევზაძე, ბათუმის №3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, რომელმაც ქიმიაში მაქსიმალური 63-დან 63 ქულა აიღო.
გიორგი სწავლის გაგრძელებას თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე აპირებს. ასევე ამბობს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევაში ბევრი ფაქტორი დაეხმარა.
"მიზნად მაქვს დასახული, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარო. რისთვისაც ბევრს ვშრომობდი. დღეს, დავრწმუნდი, რომ შრომისმოყვარეობას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ჩემს წარმატებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის მასწავლებელს, ალექსანდრე ბახტაძეს რომელთანაც ვემზადებოდი.
მომავალ აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ ინერვიულონ, ბევრი იმედაცინონ, გამოიყენონ მაქსიმალურად საკუთარი შესაძლებლობები, იყვნენ თავდაჯერებულები და მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომონ", - ამბობს გიორგი თევზაძე.