ტაბიძის ქუჩაზე ახალი სკვერი და ინფრასტრუქტურა მოეწყობა. იქნება რეკრეაციული სივრცე, სპორტული მოედანი, ატრაქციონები და დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოებისთვის 700 ათასი ლარი დაიხარჯება.
ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს ბათუმის მერი შეხვდა, რომელმაც მოსახლეობას პროექტის შესახებ ესაუბრა.
ინფორმაცია და ვიდეო-მასალა მერიამ მოგვაწოდა.