მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდას წასვლით, საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თავი დაიხურება - გრიგოლ ვაშაძე

01 აგვისტო 2022, 15:57 1089 ნახვა

ძალიან ბევრ რამეს შეცვლის "ნაციონალური მოძრაობისთვის", ქართული პოლიტიკისთვის საქართველოს ისტორიაში დაიხურება უმნიშვნელოვანესი თავი, - ამის შესახებ დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ კლინიკა "ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ბევრი ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ რომელიმე დასავლურ, მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში.

"ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ნაციონალური მოძრაობისთვის, ქართული პოლიტიკისთვის, საქართველოს ისტორიაში დაიხურება უმნიშვნელოვანესი თავი. როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს ვინმე ბიოლოგიურ ორგანიზმს და რა სისულელესაც არ უნდა აბრალებდნენ მას . 

ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იმაზე რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად იქნას გადაყვანილი რომელიმე დასავლურ, მრავალპროფილურ კლინიკაში", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი