გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულებს საკუთარ სახლებში სავარაუდოდ დღის ბოლომდე გადაასვენებენ. ცხედრებს გუშინ დილიდან ექსპერტიზა უტარდებათ.
როგორც იცით, ორი დღის წინ, პარაპლანით ფრენის დროს, გუდაურში 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სამაშველო ოპერაცია, რომლისთვისაც სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი დასახმარებლად გაფრინდა, რომელმაც კატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულია პარაპლანისტიც, უცხოეთის მოქალაქე, რომლის დასახმარებლადაც გაემგზავრნენ მაშველები, მფრინავები და მედიკოსები. ჩვენი არხის მაყურებელი დიდი ხანია იცნობს დაღუპულ გმირებს.
გადაცემაში ,,ვემსახურები საქართველოს“ მათ პროფესიონალიზმზე ამავე გადაცემის ავტორი და წამყვანი გიორგი წეროძე გიყვებოდათ.
დღეს, 20:00 საათზე კიდევ ერთხელ გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ, ჩვენი კოლეგის მიერ მომზადებული შესანიშნავი სიუჟეტიდან, სამი წლის წინ გმირი მფრინავების ზაზა ლორიასა და ლევან ჩოხელის ინტერვიუები.