გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება 

31 ივლისი 2022, 14:45 774 ნახვა

,,სააკაშვილი იმიტომ კი არ იხდის  სასჯელს რომ პოლიტიკაში მონაწილეობს, ან  არ მონაწილეობს, არამედ იმიტომ რომ კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, ამაზე კი პასუხი უნდა აგოს“ - აცხადებს გია ვოლკსი. 

დეპუტატს მიაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი ყოფილ პრეზიდენტს. ამასთან, გია ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილი პოლიტიკიდან რომც წავიდეს, ეს არაფერს შეცვლის, თუ თავისი გუნდი არ შეცვლის სტრატეგიას,  ენმ-ს კი ვოლსკის შეფასებით დესტრუქციული პოლიტიკა ჯერ კიდევ  ეტყობა.  

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის,  ''ქართული ოცნების'' დეპუტატს კი ამაში ეჭვი ეპარება.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომელიც როგორც ხაჭაპურიძე ირწმუნება სააკაშვილთან შეთანხმებულია. ამბობს, რომ  ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკას ემიჯნება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი