გასული კვირის მაჩვენებლებით ქვეყანაში კოვიდის შემთხვევიბი იზრდება, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მათი უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს. ინიფიცრებულების ბინაზე მართვა ხდება, თუმცა თამარ გაბუნია მოქალაქეებს მესამე და მეოთხე ბუსტერ დოზით აცრისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ იგი კარგად მუშაობს ომიკრონის ახალი შტამების წინააღმდეგ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყანმაში ასევე უკვე აქვთ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის - პაქსლოვიდის მარაგი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმები რისკჯგუფის პაციენტებს უნიშნავენ.