ქობულეთის საკრებულოს სხდომა

29 ივლისი 2022, 14:21 1279 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სხდომის დაწყებამდე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ფრაქციის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს და მას შეახსენეს, როგორ დაემუქრა 3-ივლისის აქციაზე წამსვლელ თანამშრომლებს. ამ საკითხს პოლემიკა მოჰყვა, ქართული ოცნების დეპუტატებმა ოპოზიციის წევრები სიცრუეში დაადანაშაულეს.

თავად მჭედლიშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ის ჩანაწერი, რომელიც ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა იყო მონტაჟი.

საკრებულოს თავმჯდომარემ მედია ტყუილში დაადანაშაულა. საკრებულოს სხდომაზე სულ 7 საკითხი განიხილეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი