მკვლელობა ცხვარიჭამიაში

29 ივლისი 2022, 10:33 823 ნახვა

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. უცნობია, აღნიშნულებს შორის არის თუ არა პირი, რომელმაც ახალგაზრდას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. დანაშაულში მონაწილე პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში მცხეთის პოლიციის სამმართველოში იმ ახალგაზრდების გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომლებსაც მომხდართან დაკავშირებით სავარაუდოდ, ინფორმაცია ჰქონდათ. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი