შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 

29 ივლისი 2022, 10:52 373 ნახვა

გრძელდება ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის მე-6 დღე სრულად ქართულ მუსიკას დაეთმო, ვოკალური მუსიკის საღამო გუშინ გონიოს ციხის ტერიტორიაზე მოეწყო.

მაყურებლის წინაშე ფოლკლორულ ანსამბლ ,,ბათუმთან“ ერთად სოფო ხალვაში და ლუკა ჭანიშვილი წარსდგნენ. მათ შეასრულეს საავტორო და ქართული მრავალხმიანი ფოლკლორიდან მუსიკალური ნომრები.

დღეს კი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში წარმოდგენილი იქნება კამერული მუსიკის საღამო.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში