აჭარის მთავრობის სხდომა

28 ივლისი 2022, 12:05 913 ნახვა

აჭარის მთავრობის განცხადებით, ფონდ “იალქანს”  საქმიანობის გაფართოების მიზნით, მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობისთვის, ბათუმში ფართის შემდეგ, ქობულეთშიც გადაეცა მიწის ნაკვეთი. 
ეს გადაწყვეტილება, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაასაჯაროვა.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ტურისტული და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 

რეგიონის პირველმა პირმა, აღნიშნა, რომ ავარიული სახლების პროგრამის მიმართულებით 80 მილიონი ლარი უკვე მობილიზებულია და ოპონენტები ამ პროგრამის დისკრედიტაციას უშედეგოდ ცდილობენ.  

თორნიკე რიჟვაძემ სხდომაზე ასევე ისაუბრა "ბათუმის დინამოსთან" დაკავშირებით და გამოვიდა ინიციატივით, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართოს შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი