ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსის მშენებლობას გეგმავს. პროექტის შესაძენად ბსუ-მ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
უმაღლესი სასწავლებლის ახალი შენობა გათვალისწინებულია სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსისთვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის სტანდარტებს.
შენობები მოემსახურება ჯამში 1500-სტუდენტს.