ბიძინა ივანიშვილის წერილი და პოლიტიკური შეფასებები

27 ივლისი 2022, 19:15 793 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის წერილი ქვეყანაში დღის მთავარი თემაა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ირწმუნება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობენ. ხელისუფლებას კი მოუწოდებს მოუწოდებს იზრუნოს, საქართველოს ურთიერთობები ამერიკასა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. ბიძინა ივანიშვილი და კელი დეგნანი ერთმანეთს 21 მარტს შეხვდნენ. „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებით, წერილის შინაარსმა ნათელი მოჰფინა საკითხს, რაზეც დიდი ხანია თავად საუბრობდნენ. რომ საქართველო იდგა ომში ჩართვის რისკის წინაშე. ივანიშვილის გზავნილებს დასავლეთთან ულტიმატუმის ენით საუბარს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას.  მმართველ პოლიტიკურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ წერილი ბევრს საინტერესო მინიშნებას შეიცავს და დასკვნას საზოგადოება თავად გამოიტანს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი