შეფასებები ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

27 ივლისი 2022, 15:09 1056 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის ახალ წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალი წერილით დადასტურდა, რომ ომთან დაკავშირებული ხელისუფლების დეზინფორმაციული კამპანია ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული.

რაც შეეხება კელი დეგნანთან საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვებას, აცხადებენ, რომ ეს არის დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით - არ მოიხსენიონ ის ოლიგარქად.

“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ წერილი ბევრს საინტერესო მინიშნებას შეიცავს და დასკვნას საზოგადოება თავად გამოიტანს. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი