სამედიცინო პროგრამების სიახლეებზე ესაუბრნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები “მედცენტრის“ სამედიცინო პერსონალს. შეხვედრაზე განიხილეს კარდიოლოგიური სერვისები და მაღალტექნოლოგიური კვლევები.
მიმდინარე წლიდან სამინისტრომ აჭარის სამედიცინო დაწესებულებაში დაიწყო გულის და გულის სისხლძარღვების კატე კორონაროგრაფის დაფინანსება.
აგვისტოსდან კი ბათუმის მერია იწყებს გულის ან კორონარული არტერიების გეგმური ანგიოგრაფიის და მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კვლევების თადაფინანსებას.
პროგრამით ისარგებლებენ ბენეფიციარები, რომელთა ხელფასი ნაკლებია 1000 ლარზე.