შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება

27 ივლისი 2022, 10:35 772 ნახვა

ბათუმის შავი ზღვის მე-9 საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე  აღნიშნეს.

ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა ფრანგი ნოველისტისა და რეჟისორის მარკ დუგანის ფილმი ,,ეჟენი გრანდეს’’ ჩვენება, ფილმი გადაღებულია ფრანგი მწერლის ონორე დე ბალზაკის რომანის მიხედვით.

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი კი აუდიტორიას ესაუბრა კულტურისა და დიპლომატიის ურთიერთკავშირზე.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი