''ქართული ოცნება'' ისევ მოუწოდებს ოპოზიციის ნაწილს, რომ ჩაერთონ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ბრიუსელის დავალებების შესრულებაზე სამსჯელოდ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ ოპოზიციის ნაწილის მიერ ცალკე პროცესის დაწყება არის პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა.
საპასუხოდ შალვა პაპუაშვილს ოპოზიციის ეს ნაწილი მოუწოდებს, რომ შეაფასოს პარტიის თავმჯდომარის განცხადებები და ქცევები, თუ როგორ აზიანებს ეს დეპოლარიზაციის პროცესს.