ხულოში სოფელ დეკანაშვილებში ფერდსამაგრ კედელს აშენებენ. პროექტის მიხედვით დაგეგმილია 84 მეტრი სიგრძის კედლის მოწყობა, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ხორციელდება საავტომობილო გზის გაფართოებაც.
ტერიტორიით სოფელ ქედლებისა და დეკანაშვილების მოსახლეობა სარგებლობს.
სამუშაოებისთვის მერია 64 ათას ლარს ხარჯავს.