18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 508 ადამიანი, ინფიცირების 5 904 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.
ერთი კვირის განმავლობაში, სულ 9 793 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 13,81%-ია.