ცესკოს ხელმძღვანელის კანდიდატურა 

26 ივლისი 2022, 11:35 789 ნახვა

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა.

როგორც განმარტავს, არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახოს.

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. მათ ექვსთვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ. რეგისტრაციის ვადა დღეს საღამოს იწურება.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მესამედ იღებს. წინა ორ შემთხვევაში ის აღნიშნულ პოზიციაზე პარლამენტმა მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია, რადგან მისი კანდიდატურის გარშემო პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსი არ არსებობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი