გომის მთის მიმართულებით 30 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

26 ივლისი 2022, 09:55 1055 ნახვა

გომის მთის მიმართულებით 30 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო, - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მორიგ, ტურისტული მნიშვნელობის, საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებიდან გომის მთის მიმართულებით 30 კილომეტრამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. ცემენტობეტონის საფარის მოწყობით მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია.

აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაა, რომლითაც გურიის და აჭარის მოსახლეობა და ტურისტები კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში