სეზონური ვირუსები

11 იანვარი 2017, 00:00 2843 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს სეზონურ ვირუსებზე იმსჯელებენ. პრევენციულ ღონისძიებებსა და გაზრდილ სტატისტიკას  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კანონმდებლები, აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და  სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები    განიხილავენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ყოველი 100 000 მიმართვიდან 400-ი მწვავე ვირუსული შემთხვევაა. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მონაცემებს. დღე-ღამეში 380 გამოძახებაა, აქედან 100 ვირუსულ ინფექციებს უკავშირდება. დედათა და ბავშვთა ცენტრში კი, საშუალოდ 80 მდე მიმართვიდან  30 ზე მეტი მწვავე ვირუსული ინფექციის ფონზეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი