ეროვნული ბანკი ვითიბი ბანკთან დაკავშირებით

25 ივლისი 2022, 14:41 1257 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, "ვითიბი ბანკის" შეძენასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულს. ეროვნული ბანკის თანახმად ნებისმიერი გარიგება მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდება. მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-ს შეძენით რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია დაინტერესებული. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე დაწესებული სანქციების გამო,  „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-მ საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელი გაასხვისა. მომსახურების ეს ნაწილი "ლიბერთი ბანკმა" ჩაიბარა; საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი კი "ბაზის ბანკს" მიჰყიდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში