ახალი სკოლა აბასთუმანში

25 ივლისი 2022, 11:29 1143 ნახვა

თანამედროვე, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა აბასთუმანში. შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასპორტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორია, ადმინისტრაციული და სამეურნეო ნაწილი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის,  მოეწყობა პანდუსი, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში