მაიმუნის ყვავილის პრევენეცია

24 ივლისი 2022, 17:14 1012 ნახვა

მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისათვის დაფიქსირებულია  16 000-ზე მეტი შემთხვევა 75 ქვეყანაში.  ვირუსს  ემსხვერპლა 5  ადამიანის სიცოცხლე. 

რაც შეეხება საქართველოს, მედიკოსების თქმით,  საქართველოში "მაიმუნის ვირუსთან" დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან პირველი შემთხვევის შემდეგ  21 დღეა  გასული, ვირუსის  ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა მედიკოსები  მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ახსენებენ იმ პრევენციულ ზომებს, რომელთა დაცვაც ვირუსის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.  

აუცილებელი პირობაა ერიდოთ  ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს.  ინფექციონისტი რეზო ნაკაშიძე აცხადებს, რომ ვირუსის  მიმდინარეობა ბავშვებში შედარებით მძიმედ  ხასიათდება. 

რაც შეეხება სიმპტომებს, იგი შემცივნებით, ცხელებით, თავის ტკივილითა და გამონაყარით იწყება.    

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი