''ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი'' დღეს იხსნება, იგი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც უკვე მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი და მეცხრედ იმართება. წელსაც ცხრა დღის განმავლობაში ბათუმს ეწვევიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები.
ფესტივალის დამაარსებლის, ელისო ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, გახსნითი კონცერტი არის საქველმოქმედო და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს.
ფესტივალის მიზანი ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა.