ქობულეთის ფესტივალი

23 ივლისი 2022, 17:13 605 ნახვა

ქობულეთი ხვალ ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. პარალელურად დაგეგმილია  ახალი ბულვარის ტერიტორიის გახსნა. ფესტივალი ცენტრალურ პარკში გაიმართება და  დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

დღის განმავლობაში, ზღვის სანაპიროზე დრამების და ფრანების შოუები, საბავშვო და სპორტული აქტივობები მოეწყობა,  ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.  

ფესტივალზე და საბავშვო ღონისძიებებზე დასწრების მსურველთათვის ბათუმი-ქობულეთი-ბათუმი,იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი დილის 11-დან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში