წლებია ბევრი ადამიანი მედიკამენტის შესაძენად თურქეთში მიდის, სადაც მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, წამლის შეძენა უფრო იაფი უჯდება. მოქალაქეები თურქული წამლის უფრო მაღალ ხარისხზე აკეთებენ აქცენტს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა და დღეს თურქული წარმოების იაფი მედიკამენტები ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი.
დიდია ფასთა სხვაობაც, ევროპული და თურქული წარმოების ერთსა და იმავე მედიკამენტს შორის. თურქული წამლების ნაწილს საერთაშორისო ლიცენზია არ აქვს, თუმცა თურქულ ბაზარზე აღიარებულია და მისი ხარისხის გამო საქართველოც იღებს, თანაც მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა თურქული წარმოების მედიკამენტებზე საგრძნობლად გაზრდილია. მედიკამენტების ფასი თურქეთის შიდა ბაზრისთვის 25 პროცენტით გაიზარდა.
შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა. 2017 წელს დადგენილი ტარიფები ლირის გაუფასურების გამო გადაიხედა.
ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარზე გაძვირდა როგორც თურქული, ისე უცხოური წარმოების წამლები.