''ნაციონალური მოძრაობა'' გაყოფილი კი არა, დანგრეულია, აცხადებს გიგი უგულავა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყრილობის 20 იანვარს ჩატარების მოწინააღმდეგეები პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადებას 12 იანვარს გააკეთებენ. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ დღეს ბოკერია-უგულავას თანამოაზრეები "ნაციონალურ მოძრაობას" დატოვებენ.