პრეზიდენტი - არ შეიძლება, ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ევროპარლამენტს

22 ივლისი 2022, 12:01 917 ნახვა

„ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“ - ეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაა, რომელიც ასევე ამბობს, რომ როცა ხელისუფლება ლანძღავს ელჩებს, ევროპარლამენტარებს და რაღაც გამოსვლებით არის დაკავებული, გაუგებარია, საით მივდივართ. პრეზიდენტმა ეს შეფასებები პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ომის თემა არის სრულიად მოგონილი და რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას.

სალომე ზურაბიშვილს ასევე მიაჩნია, რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაც  უნდა იყოს ჩართული სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც  თორმეტპუნქტიანი სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ და არ გამორიცხავს პრეზიდენტის რაღაც ფორმით მედიატორობასაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი