ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს მთავრდება, თუმცა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც COVID-19-ის დადასტურების გამო გამოცდაზე დასწრება ვერ შეძლეს, მათთვის 24 ივლისს განისაზღვრა დამატებითი საგამოცდო სესიები შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა, რუსული ენა, ქიმია, ლიტერატურა. 26 ივლისს კი ჩატარდება გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
იმ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე პირებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, დამატებითი სესია გაიმართება 24 ივლისს.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აპლიკანტებს აფრთხილებს, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას.