ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს-მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოს 100 ათას ლარად ასხვისებს, თანხა 1 კვადრატულ მეტრზე 3 ლარს შეადგენს, საკრებულოს კი ამ ზონაში მიწის ნაკვეთზე 65 ლარი აქვს დაწესებული. ნაციონალურ მოძრაობაში ასევე ამბობენ, რომ მთავრობისგან მოითხოვეს აუდიტის დასკვნა, რამდენად შესაბამისია ტერიტორიის ფასი დაწესებულ ნორმასთან, თუმცა როგორც ამბობენ, მთავრობისგან პასუხი არ მიუღიათ. ფსიქიატრიული საავადმყოფო აუქციონის წესით ხვალ გასხვისდება.