გია აბულაძის განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურნენ. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ნაპირგამაგრებით სამუშაოებზე წინა ხელისუფლებას ახალი ბულვარის პრომინადის მოწყობამდე უნდა ეფიქრა, რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, მისი განცხადებით, მოხდება პლაჟის მაქსიმალურად შენარჩუნება. რამაზ ბოლქვაძის თქმით, კი 1 კილომეტრიანი მონაკვეთის ლოდებით გამაგრება გარემოს დაცვის სამმართველოს ინიციატივით მოეწყო. ახალი პროექტის თანახმად კი ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ისეა დაგეგმილი, რომ პლაჟი შენარჩუნდეს. საუბარია აეროპორტის ტერიტორიიდან ჟილინის არხამდე მონაკვეთზე.