გათავისუფლებული 40 თანამშრომელი

20 ოქტომბერი 2016, 00:00 3698 ნახვა

ქედაში, ხილის გადამამუშავებელი ქარხნიდან 40 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ. კომპანიის წარმომადგენლებმა გადაღების უფლება არ მოგვცეს და არც სატელევიზიო კომენტარი გააკეთეს. პირად საუბრებში კი  განმარტავენ, რომ ქარხანაში დასაქმებულებმა სამუშაო საკუთარი ნებით დატოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ქედის საკრებულოს თავმჯდომარე. ამირან ცინცაძე გათავისუფლებულების სამუშაოზე აღსადგენად კომპანიის წარმომადგენლებთან შუამდგომლობას გეგმავს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში