ბაჩალიაშვილის საქმე

05 აგვისტო 2020, 20:48 280 ნახვა

გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახს დაკითხვის ოქმები და გამოძიების დეტალები გააცნეს. ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიმდინარეობს სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერების ამოღება და გაშიფრვა, რასაც გარკვეული დროს სჭირდება. ოჯახის ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურიდან შესაბამის უწყებაში გაგზავნილია მოთხოვნა ეფ-ბი-აის ექსპერტების მოწვევის შესახებ და პროცესი გრძელდება, თუმცა როდის ჩაერთვება საქმეში ამერიკის ფედერალური ბიურო, კონკრეტული თარიღი ბაჩალიაშვილის ოჯახს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუკონკრეტეს. რაც შეეხება საქმეში ახალ ფიგურანტს ბაჩანა ლობჟანიძეს, რომელიც ირწმუნება რომ ის გარდაცვლილი პროგრამისტის შეყვარებული იყო და შესაძლოა მომხდარი სწორედ მის საქმიანობას უკავშირდებოდეს, ოჯახი ამბობს, რომ ახალი ფიგურანტის პიროვნება საეჭვო და გამოსაკვლევია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში