ავთანდილ ბილანიშვილის იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა

08 ივლისი 2020, 23:34 1413 ნახვა

ავთანდილ ბილანიშვილს იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს" გამოკითხვა დასრულდა. ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ავთანდილ ბილანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა.

ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა გვარამიას ჩვენების გამო იყო დაბარებული და გავრცელებულ ვიდეოკადრებში ავთანდილ ბილანიშვილი არ მონაწილეობს.

"რა თქმა უნდა, საქმე შსს-ს ჰქონდა შესწავლილი.ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე იმიტომ დაიბარეს, რომ ნიკა გვარამიამ თქვა ასე", - აცხადებს ადვოკატი

ადვოკატის თქმით, ბილანიშვილმა წარადგინა დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირი არ აქვს.

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ. გამოცხადდა სამინისტროში, წარადგინა მტკიცებულებები, ამონაწერი ტელეფონის დეტალური, ასევე სხვა მტკიცებულებებიც, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს უბნიდან არ გასულა და არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან " - განაცხადა მედიასთან საუბრისას თამარ აბესაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი