ექსპერტიზის დასკვნის მერე გამოჩნდება საით უნდა წავიდეს გამოძიება - გომელაური შაქარაშვილის საქმეზე

30 ივნისი 2020, 13:33 216 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის  განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე როგორც საგამოძიებო უწყებები, ასევე დაკავებულთა ადვოკატები ექსპერტიზის პასუხების მოლოდინში არიან.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა ეს და პირველ რიგში მინდა, მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ ვერ ვისაუბრებ ბევრს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. ჩართულები ვართ ყველა, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება, ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს რის საშუალებასაც გვაძლევს ფაქტები, იმ მიმართულებით წავედით. როგორც დაკავებულების ადვოკატები, ასევე დაზარალებულის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. დღეს ვერ ვისაუბრებ ამ თემიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გახსნილები ვართ ყველა მიმართულებით. ადვოკატებთან, ჩართულები არიან ოჯახის ადვოკატები ორივე მხრიდან, აქედან გამომდინარე, თუ რამე ბრალდება აქვთ, შეუძლიათ გვითხრან პირდაპირ. მაქსიმალურად ვმუშაობთ ყველასთან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი