რა ხდებოდა საბედისწერო ღამეს?    

28 ივნისი 2020, 15:06 1199 ნახვა

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე პროკურატურამ  7 წუთიან ვიდეო მასალასთან ერთად  განცხადება გაავრცელა. კადრები რამდენიმე ადგილიდან სხვადასხვა კამერითაა გადაღებული. მასალაში 2 ეპიზოდია ასახული, აგარაკის ინციდენტი და მაგისტრალზე მომხდარი დაპირისპირება. მასალაში ჩანს, როგორ მიდის გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად თბილისის მიმართულებით მაგისტრალზე, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, თბილისიდან ჩასული პირები მათ ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.უწყების განცხადებაში კი წერია, რომ მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი. ამ დრომდე უცნობია - ვინ და რა მდგომარეობაში ნახა 19 წლის გიორგი შაქარაშვილი უკანასკნელად. ახალგაზრდა ფეხბურთელი 18 ივნისის ღამეს ისე გაუჩინარდა, რომ დეტალები ამ დრომდე გამოძიებისთვისაც უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში