სარწყავი წყლის პრობლემა ქედაში

23 ივნისი 2020, 20:17 906 ნახვა

გვალვა და უწყლობა სოფელ დანდალოში. ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები ყვებიან, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არხებში წყალი შრება, რის გამოც მოსავლის 80%-ს ვერ იღებენ. ზაფხულობით კი მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემაც აქვს, როგორც ამბობენ დახმარებისთვის ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს. წყლის დებეტის არასაკმარისობას, თვითმმართველობაში არ უარყოფენ და ამბობენ, რომ პრობლემას წყალკანალთან ერთად შეისწავლიან. თუმცა მანამდე მოსახლეობა წვიმის მოლოდინში იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში