არჩევნები და პოსტკოვიდური რეგულაციები 

02 ივნისი 2020, 20:04 343 ნახვა

როგორი იქნება 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ? - მოლაპარაკებები, ეპიდემიოლოგებთან და საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან მიმდინარეობს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად, პირბადის ტარებისა და ეკიპირებისთვის ზომებს მიიღებენ. საკითხზე მოლაპარაკებები ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთანაც გაიმართება. როგორც საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, საარჩევნო უბნებზე სანიტაიზერები და დეზობარიერები განთავსდება, მაგიდები და კარის სახელურები  კი სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. საარჩევნო უბანზე მისულ  თითოეულ მოქალაქეს, თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი