აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

28 სექტემბერი 2016, 00:00 3772 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ''სპუტნიკ აფხაზიას" ცნობით, ნიკა და ბადრი კულავები „საზღვის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას“ დააკავეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი 60 გრამი მარიხუანას გადატანას ცდილობდა. დაკავებულები ამჟამად გალის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რუსეთის ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულები საქართველოში ნათესავებთან აპირებდნენ გადასვლას. დაკავება 25 სექტემბერს მოხდა.

ამავე კატეგორიაში