ბიძინა ივანიშვილის სახით ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა - პრემიერ მინისტრი

09 აპრილი 2020, 13:51 492 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის სახით ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელიც გვეხმარება ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც StopCov-ის ფონდში პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის ოჯახის მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვაზე ჰკითხეს.

„რა თქმა უნდა, როდესაც „კოვიდ 19“-ზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით – ჯანმრთელობისა და ეკონომიკის ფრონტებზე. ყველა ეს რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ საერთოდ „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი წლებია, მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ამ ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, საქართველს მოქალაქის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც ქვეყანას სისტემურად სჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა რაღაც პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი