2 თვე  დამეწყრილი გზის გაწმენდის იმედით

05 აპრილი 2020, 15:06 1103 ნახვა

ქედაში სოფელ გუნდაურში მცხოვრები ექვსი ოჯახი  გარესამყაროს უკვე 2 თვეა მოწყვეტილია.  სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი და  გადაადგილება შეუძლებელია. ადგილობრივებმა გზის გაწმენდა საკუთარი ძალებით დაიწყეს.

ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის  წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობას სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდა. ქედის მერის თქმით გზის მშენებლობა გეოლოგების დასკვნის შესაბამისად განხორციელდება.  თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები კონკრეტულად უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში