მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

25 თებერვალი 2020, 18:32 1465 ნახვა

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზშივე პროტესტი მოჰყვა. კალანდიები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ხელისუფლების პოლიტიკური დავალება შეასრულა ზაზა სარალიძის გასაჩუმებლად, რომელმაც დღეს სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში