თეირანი-სტამბოლის რეისის 132 მგზავრი კორონავირუსის გამო, კარანტინში მოათავსეს

25 თებერვალი 2020, 16:48 2473 ნახვა

თურქული მედიის ინფორმაციით, თეირანი–სტამბოლის რეისის მგზავრები დღეს, 25 თებერვალს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და 14 დღის განმავლობაში ისინი კარანტინში იქნებიან. 

სამგზავრო თვითმფრინავი ანკარის აეროპორტში, რამდენიმე საათის წინ დაეშვა. გამოცემა წერს, რომ 17 მგზავრს კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ.  

ამ დრომდე თურქეთში კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა. თურქულმა ავიახაზებმა თეირანში ფრენების რაოდენობა შეზღუდეს. ასევე დაიხურა სახმელეთო საზღვრები და სარკინიგზო მომსახურება ირანთან.

ჩინეთში, ვირუსის ეპიცენტრში დაღუპულთა რიცხვმა 2 663 მიაღწია, დადასტურდა თითქმის 76 700 შემთხვევა.

კორონავირუსი გავრცელდა 25-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში სინგაპურში, საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთსა და ინდოეთში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში