აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის შესარჩევი კონკურსი დაიხურა

21 თებერვალი 2020, 20:03 475 ნახვა

მაუწყებლის სამსახურების უფროსებით დაკომპლექტებულმა კომისიამ მომავალი უფროსი აირჩია. აირჩია ოღონდ ორი საათია ამ ინფორმაციას მალავს. ამბობენ, რომ ჯერ დირექტორს უნდა წარუდგინონ და მერე გაასაჯაროვებენ. გავრცელებული ინფორმაციით ეს სავარაუდოდ ვახო ხუზმიაშვილია. მასთან გასაუბრება დახურული იყო.  დახურულ კარს მიღმა არჩეული პირი ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილის იმ პოზიციას დაიკავებს, რომელიც ახლახანს ზეწოლის შედეგად ნათია ზოიძეს დაატოვებინეს. მას სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება ჩამოაშორეს, რაც უკვე საერთაშორისო დონეზეც შეფასდა პოლიტიკურ და მიზანმიმართულ ზეწოლად.

  სხვათაშორის სხდომა კომისიამ მას შემდეგ დახურა რაც „მთავარისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კანდიდატებს კომისია კითხვებს კონკრეტულ სიუჟეტზე უსვამდა. ჩვენ რა თქმა უნდა დავსვით შეკითხვა რა შუაშია ჯენი კვანტალიანის სიუჟეტის განხილვა მოადგილესთან და რატომ არჩევნებენ კონკრეტული ჟურნალისტის რეპორტაჟს მომავალ მოადგილეს? ამან კომისიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.  დაგვადანაშაულეს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში და შეთანხმების დარღვევაში - რატომ გამოვიტანეთ დახურული გასაუბრებიდან ფოტო. არადა მოგვიანებით თავად ჟურნალისტი მოაქციეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, იმის გამო რომ მან მარტივი ჟურნალისტური მოვალეობა შეასრულა.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში