ხორცსაკები მანქანების შემდეგ, 8 მარტისთვის ქალებს ყავის მადუღარებს ჩუქნიან - ტენდერი ამჯერად ოზურგეთმა გამოაცხადა

21 თებერვალი 2020, 13:19 926 ნახვა

ოზურგეთს მერიამ 8 მარტთან დაკავშირებით 50 ქალის დაჯილდოვება გადაწყვიტა, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საჩუქრად კი ყავის ელექტრო მადუღარები შეირჩა. 

ხელშეკრულებაში წერია: "ღონისძიების მსვლელობის დროს დასაჯილდოებელ 50 ქალბატონს უნდა გადაეცეს ფასიანი საჩუქრები.

საჩუქრის აღწერილობა: ელექტრო ყავის მადუღარა. დანართი N 1-ში წარმოდგენილი სურათის მსგავსი ან უკეთესი, (მონაცემები: გადახურების საწინააღმდეგო დაცვით, ჩართვა-გამორთვის ღილაკით, 1,5 მლ ტევადობის, კაბელი ზომით არანაკლებ: 110 სმ. სიმძლავრით: 1000-1500 ვატი). აღნიშნული საჩუქარი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული და ინდივიდუალურად მოთავსებული ა3 ფორმატის ზომის, სასაჩუქრე ჩანთაში -  წერია ხელშეკრულებაში.

ფოლკლორული კონცერტის ჩატარება, გამოფენის მოწყობა, საჩუქრების შეძენა, 8 მარტის ღონისძიების მოწყობა, სცენის გაფორმება და თაიგულების შეყიდვა მუნიციპალიტეტს სულ რაღაც 5955 ლარი დაუჯდება. 

მსგავსი შინაარსის ტენდერი 3 და 8 მარტისთვის ზუგდიდის მერიამაც გამოაცხადა, რომელიც 20 ქალისთვის ხორსაკეპი მანქანების ჩუქებას გეგმავდა. 

საზოგადოების დიდ ნაწილში, მერიის ეს გადაწყვეტილება ქალების დისკრიმინაციად შეფასდა. მოგვიანებით, ამ საკითხზე საკრებულოს გენდერულმა საბჭომაც იმსჯელა და მერიას რეკომენდაცია მისცა, შეცვლილიყო საჩუქრის ფორმა. 

livepress-ის ინფორმაციით მერიის სოციალური სამსახურის უფროსის გოგი რევიას რეკომენდაციის შემდეგ განაცხადა, რომ ის იზიარებს შენიშვნებს, რომელიც გამოთქვა იმ "წარმატებული ქალების" შერჩევის მეთოდოლოგიაზე, რომელთაც ქალთა დღეს საჩუქრები უნდა გადაეცეს. თუმცა, არ უთქვამს, რომ ხორცსაკეპი მანქანების ჩუქება დისკრიმინაციული იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი