საგარეო უწყების განცხადება

18 სექტემბერი 2016, 00:00 2258 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას. “ეს არის მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს გაეროს წესდებით განმტკიცებულ იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ” - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში