„დაანებეთ თავი ჩემს ოჯახზე თვალთვალს“-მაიორი დვალიშვილი სუს-ის უფროსს

26 იანვარი 2020, 15:05 274 ნახვა

მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს, მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით, - ეს მაიორმა გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „მთავარის“ მიერ გასაჯაროებულ ვიდეოში ლევან იზორიას ძმას კიტა იზორიას აკავებს.

გიორგი დვალიშვილის განმარტებით, თვალთვალიდან გამომდინარე, მისი არასრულწლოვანი შვილები მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან. „სუსი-ს“ შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, გიორგი დვალიშვილთა ერთად მივიდა. ხატია დეკანოიძის განცხადებით გიორგი დვალიშვილმა ამხილა სისტემა და ისინი დიპლომატიური კორპუსისთვის და სახალხო დამცველის აპარატისთის აპირებენ მიმართვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში