პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ - კახა კალაძე

22 იანვარი 2020, 12:40 257 ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებენ, მიმდინარე წელი კი ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით გამორჩეული იქნება. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მერმა სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. 

გუშინ, 21 იანვარს, გვიან ღამით, პარლამენტის წინ 2 მეტრი სიმაღლის ღობე აღიმართა. ღობის შიგნით არავის უშვებენ, ადგილზეა საპატრულო პოლიციაც.

''დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მინდა ასევე ჩემს მოადგილეს, ქალბატონ სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც, რადგან ჩვენ დავიწყეთ ეს სამუშაოები. პროექტი ჩვენ, თუ არ ვცდები, გასული წლის მაისში თუ ივნისში შევიძინეთ და დღეს უკვე დავიწყეთ სამუშაოების უშუალოდ განხორციელება და ყველანაირად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა. ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები წარმოებული და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როდესაც დავამთავრებთ სამუშაოებს", - თქვა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტის წინ, საახალწლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დადგმული კარავი, თბილისის მერიამ იმ მოტივით აიღო, რომ საბავშვო ატრაქციონები დაედგა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი