პოლიციელზე თავდასხმის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს 

21 იანვარი 2020, 10:47 1394 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, სამეგრელოში ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში